კარტოფილის და ჭარხლისთვის (5 ლიტრი)
კოდი : 4860114170220
ფასი : 116 ლარი
აღწერა
კარტოფილისა და ჭრხლის ზრდა-განვითარების და გაჯანსაღების დამხმარე საშუალება
 
„ელექსირი კარტოფილის და ჭარხლისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის.
 
 
 
 


შედეგიანობა:
• ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
• მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
• მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
• ებრძვის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
• აფრთხობს და განდევნის მავნე მწერებს;
• „ელექსირის“ მოხვედრა მცენარეზე იწვევს მის უმალვე შეთვისებას და წარმოქმნის დამცავ საფარს;
• ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
• ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
• ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
• აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.
 
გამოიყენება კარტოფილისა და ჭარხლის ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა:
• კარტოფილის ფიტოფტოროზი - Phytophtora infenstars
• მშრალი სიდამპლე, ფუზარიოზი - Fusarium
• კარტოფილის ბრტყელი, ღრმა და ამობურცული ქეცი - Actinomycetes
• კარტოფილის ფოთლების დახვევის ვირუსი
• კარტოფილის Y-ვირუსი
• კარტოფილის ნაოჭა მოზაიკა
• კარტოფილის შტოს სიჭრელე, კონტრასტული ფიგურული მოზაიკა
• ჭარხლის ნაცარი – Erysifae communis
• ჭარხლის ჟანგა - Uromyces betae
• ჭარხლის ფომოზი ანუ ჭარხლის გულის სიდამპლე – Phoma betae
• ჭარხლის ცერკოსპოროზი – Cercospora beticola
• ჭარხლის ჭრაქი – Peronospora schachti
• ალტერნარიოზი, ჭარხლის შავი ლაქიანობა - Alternaria tenuis

გამოყენება და დოზირება: მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი  ფოთლოვანი გამოკვებით (ფოთლებზე დასხურებით).
გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე:
8-10 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
3 დღეში ერთხელ (ინფექციის მკურნალობის მიზნით)
ყვავილობამდე: 5 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი კარტოფილისთვის და ჭარხლისთვის"განაზავეთ 600 ლიტრ წყალში, გამოიყენება 1 ჰა-ზე.
ყვავილობის შემდგომ: 10 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი კარტოფილისთვის და ჭარხლისთვის" განაზავეთ 600 ლიტრ წყალში, გამოიყენება 1 ჰა-ზე.
 
პერსონალური უსაფრთხოება: 
გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.
 
შემადგენლობა:ელექტროაქტივირებული წყალი, NаOCl - 0.23% , HClO+OCl-- 0.05%, ცეოლითი - 0.07%.
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას + 4 °C-დან + 30 ° C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.
 
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ ან ყინვის დროს!