სასათბურე კულტურებისთვის (5 ლიტრი)
კოდი : 4860114170343
ფასი : 116 ლარი
აღწერა
სასათბურე კულტურების ჯანსაღი და პროდუქტიული ზრდა-განვითარების დამხმარე საშუალება.
 
„ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის.

შედეგიანობა:
• ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
• მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
• მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
• ხელს უშლის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
• აფრთხობს და განდევნის მავნე მწერებს;
• „ელექსირის“ მოხვედრა მცენარეზე იწვევს მის უმალვე შეთვისებას და წარმოქმნის დამცავ საფარს;
• ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
• ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
• ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
• აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.
 
გამოიყენება ისეთი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების დროს, როგორიცაა:
• ფუზარიოზი
 
გამოყენება და დოზირება:
8-10 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
ყვავილობამდე: 5 ლიტრი კონცენტრატი ზავდება 300 ლიტრ წყალში - 1 ჰა.ზე
ყვავილობიდან: 10 ლიტრი კონცენტრატი ზავდება 300 ლიტრ წყალში - 1 ჰა.ზე 
დაავადების სიმპტომების გამოვლენისას ანალოგიური დოზირებით 3 დღეში ერთხელ.

პერსონალური უსაფრთხოება: 
გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.
 
შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული წყალი, NаOCl - 0.25% , HClO+OCl-- 0.05%, ცეოლითი - 0.05%.
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას + 4 °C-დან + 30 ° C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურავით.