ოთახის მცენარეებისთვის 100 მლ
კოდი : 4860114170411
ფასი : 10 ლარი
აღწერა
100 მილილიტრი

 

ყვავილებისა და სასათბურე კულტურების ზრდის და გაჯანსაღების დამხმარე საშუალება


ელექსირი ოთახის მცენარეებისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოშიავსტრიული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებებისპროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის.


შედეგიანობა
:

  • ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
  • მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
  • მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
  • შესაწამლი აპარატების მეშვეობით ხდება ელექსირის მოხვედრა მცენარის ფოთლებზე და მისი უმალვე შეთვისების შედეგა წარმოიქმნება დამცავი საფარი;
  • ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
  • ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
  • ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.

    გამოიყენება ისეთი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების დროს, როგორიცაა:

გამოყენება და დოზირება:

პრევენციის მიზნით: 100 მლ კონცენტრატი ზავდება 6 ლიტრ წყალში

დაავადების სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში:  100 მლ  კონცენტრატი ზავდება 3 ლიტრ წყალში

პერსონალური უსაფრთხოება: არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სასუნთქი გზების, ხელების, თვალების და სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
პირველადი დახმარება: კანზე მოხვედრისას, ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. პირის ღრუში მოხვედრისას, რამდენჯერმე გამოივლეთ დიდი რაოდენობის სასმელი წყალი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული წყალი NaCl - 0.26 %, HClO - 0.045 %, OCl - - 0.005 %, ცეოლითი - 0,02 %. 
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. 
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 ° C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურავით.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ ან ყინვის დროს!

შეუკვეთე ზარი