ვაზისთვის (100 მლ)
კოდი : 4860114170374
ფასი : 11 ლარი
აღწერა

„ელექსირი ვაზისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის.
 
შედეგიანობა:
• ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
• მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა;
• მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
• ებრძვის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
• აფრთხობს და განდევნის მავნე მწერებს;
• „ელექსირის“ მოხვედრა მცენარეზე იწვევს მის უმალვე შეთვისებას და წარმოქმნის დამცავ საფარს;
• ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
• ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას;
• ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი;
• აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.
 
გამოიყენება ისეთი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების დროს, როგორიცაა:
• ვაზის ბაქტერიული კიბო
• ფიტოპლაზმა (Phytoplasma)
• ფსევდომონა (Pseudomonas)
• ქსანტომონა (Xantomonas)
• კორინობაქტერია (Corynebacterium)
• ერვინია (Erwinia
 
ისეთი ვირუსული და ვირუსის მსგავსი დაავადებებისას, როგორიცაა:
• ფოთლის მარაოსებრი გადაგვარება, ვაზის მუხლთშორისების დამოკლების ვირუსი – Grapevine Fanleaf Virus (GFLV)
• ვაზის ფოთლების დახვევის ვირუსი – Grapevine Leaf Roll Virus-1 (GLRV-1)
• ვაზის ლაქიანობის ვირუსი - Grapevine Fleck Virus (GFkV)
• ვიროიდი - viroid
• ფოთლის ნაადრევი სიწითლე - Grapevine red leaf
• ვაზის ძარღვების სიყვითლის გამომწვევი ვირუსი – Tomato Ringspot Virus (ToRSV)
• არაბისის მოზაიკის ვირუსი - Arabis Mosaic Virus (ArMV)
• ვაზის A ვირუსი - Grapevine Virus A (GVA)
 
გამოყენება და დოზირება: მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი.
გამოყენების ხანგრძლივობა და სიხშირე: 
8-10 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
წვიმის შემდეგ/დაავადების სიმპტომების გამოვლენისას გამოიყენეთ 3 დღეში ერთხელ.
ყვავილობამდე: 100 მლ კონცენტრატი "ელექსირი ვაზისთვის"განაზავეთ 3 ლიტრ წყალში, გამოიყენება 0.02 ჰა-ზე.
ყვავილობიდან: 200 მლ კონცენტრატი "ელექსირი ვაზისთვის" განაზავეთ 3 ლიტრ წყალში, გამოიყენება 0.02 ჰა-ზე.
 
პერსონალური უსაფრთხოება: გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოიყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.
 
შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული წყალი, NаOCl - 0.21% , HClO+OCl-- 0.05%, ცეოლითი - 0.08%.
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას + 4 °C-დან + 30 ° C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).
 
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.