მარცვლეულის შენახვისთვის (1 ლიტრი)
კოდი : 4860114170114
ფასი : 19 ლარი
აღწერა
1 ლიტრი
განაპირობებს ფართო სპექტრის ზემოქმედებას თესლების სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ.
 


„ელექსირი მარცვლეულის დამუშავებისთვის" არის ინოვაციური, ადამიანებისთვის და ცხოველებისთვის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. დამზადებულია საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით. გაზობრივი ქლორის, ქლორის დიოქსიდის, ოზონის და სხვა სადეზინფექციო საშუალებების ეფექტური ჩამნაცვლებელი.ახდენს თესლის ზედაპირულ დეზინფექციას. გამოიყენება თესლის დასაწყობების წინ. 
 

შედეგიანობა:
• აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უშლის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
• ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას;
• შენახვისწინა დამუშავება იცავს თესლს სხვადასხვა დაავადებებისგან და უხანგრძლივებს შენახვის ვადას; 
• აქვს მაღალი რედოქს პოტენციალი და დამჟანგველი თვისებები, რომელიც ანიჭებენ მას ძლიერ ბაქტერიციდულ, სპორაციდულ და ვიროციდულ ეფექტს;
• განაპირობებს ფართო სპექტრის ზემოქმედებას თესლების ისეთი დაავადებისგან დასაცავად, როგორებიცაა: მყარი გუდაფშუტა, სეპტორიოზი, ცერკოსპოროზი, ჭვავის რქა, ფუზარიოზი, ნაცარი;
• ახასიათებს რეპელენტური(დამაფრთხობელი) ეფექტი მავნე მწერებზე და მავნე მიკროორგანიზმებით გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პრევენცია.
 
შემადგენლობა: ქლორის მსუბუქი სუნის მქონე კოლოიდური ხსნარის კონცენტრატი (pH ≈ 3.1). წყალხსნარი შეიცავს: NaClO - 0.2 %, HClO - 0.05 %.
 
გამოყენების წესები: 
შენახვის წინ: დასაწყობებამდე მოახდინეთ სათესლე მასალის ნისლისებრი შეფრქვევით დამუშავება, გამოიყენეთ 1 ტონა მარცვლისთვის 10 ლიტრი კონცენტრატი.

პერსონალური უსაფრთხოება: გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოიყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.
 
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას + 4 °C-დან + 30 °C-მდე.
 
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).
 
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.
 
შეუკვეთე ზარი