ხილისთვის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურებისთვის (100 მლ)
კოდი : 4860114170381
ფასი : 11 ლარი
აღწერა
„ელექსირი ხილისთვის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურებისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში, ავსტრიული ტექნოლოგიით.
 
გამოყენება: ხეხილის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების ჯანსაღი და პროდუქტიული ზრდა-განვითარების დამხმარე საშუალება.

შედეგიანობა:
● ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
● ელექსირის მოხვედრა მცენარეზე იწვევს მის უმალვე შეთვისებას და წარმოქმნის დამცავ საფარს;
● ხელს უშლის სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარებას;
● ანადგურებს და განდევნის მავნე მწერებს;
● მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა;
● ზრდის ხეხილის, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების ნაყოფიერებას და მოსავლიანობას;
● ეკოლოგიურად სუფთა ბიო პროდუქტის მიღება;
● ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება;
● ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი.

გამოიყენება შემდეგი დაავადებების წინააღმდეგ:
კულტურა დაავადებები
 ხეხილი  ქეცი,ნაცარი,ჟანგა, თეთრი და შავი სიდამპლე,  ბაქტერიული ჭკნობა, ბაქტერიული კიბო, ანთრაქნოზი და სხვ.
 კაკლოვნები  ნაცარი, ყავისფერი და ნაცრისფერი სიდამპლე,  მონოლიოზი,მელანკონუმი, ფუზარიოზი, ფომოპსისი, ბაქტერიული ლაქიანობა და სხვ.
 კენკროვნები  ფიტოფტორა,მეწამული ლაქიანობა, ყვითელი  ჟანგა,სეპტორიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე, მონოლიოზი და სხვ.


გამოყენება: გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი ფოთლოვანი გამოკვებისთვის. 
 
გამოყენების წესები და სიხშირე: 
გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი ფოთლოვანი გამოკვებისთვის. 
8-10 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
წვიმის შემდეგ ან დაავადების სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენება 3 დღეში ერთხელ.
 
ყვავილობამდე: 100 მლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 12ლ წყალში - გამოიყენება 200 მ/კვ-ზე.
ყვავილობიდან: 200 მლ ,,ელექსირი’’ განაზავეთ 12ლ წყალში - გამოიყენება 200 მ/კვ-ზე.
 
დაავადების დროს, შესაძლებელია გამოყენება 3 დღეში ერთხელ.
გამოყენება დამოკიდებულია მცენარის მწვანე საფარის სიმჭიდროვეზე და განვითარების სტადიებზე.

 
შემადგენლობა:  ელექტროაქტივირებული წყალი, NаOCl - 0.25% , HClO+OCl-- 0.05%, ცეოლითი - 0.06%.
 
პერსონალური უსაფრთხოება:
გამოყენებისას არ ავლენს ტოქსიკურ თვისებებს. სხეულის სპეციალურ დაცვას არ საჭიროებს.
კონცენტრატთან მუშაობისას რეკომენდებულია პირბადის გამოყენება. ინდივიდუალურად გამოვლენილი უკუჩვენებისას მიმართეთ ექიმს.
 
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. + 4 °C-დან + 30 ° C-მდე.
 
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.
 
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ ან ყინვის დროს.