ბოცვრისთვის
ფასი : 7 ლარი
აღწერა
1 ლიტრი

 

მადეზინფიცირებელი საკვებდანამატი, ცხოველთა ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის/მკურნალობის გასაადვილებლად

ელექსირი ბოცვრისთვის არის ნოვაციური, ადამიანისთვის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა ხსნარი, დამზადებულია საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით.  გამოიყენება როგორც საკვებდანამატი ბოცვერის დაწყურებისთვის განკუთვნილი წყლის გასაჯანსაღებლად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და პროდუქტიულობის მოსამატებლად.

 

 

 

შედეგიანობა:

  • ბოცვერის დაწყურებისთვის განკუთვნილი წყლის დეზინფექცია და გაჯანსაღება;
  • ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ინვენტარის დამუშავება/დეზინფექცია ინფექციური დაავადებებისგან დასაცავად;
  • სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსულ ინფექციური დაავადებების პრევენცია (დიარეა, კანის ინფექციები, სასუნთქი გზების ინფექციები);
  • კოკციდიით და ნაწლავის ჩხირით გამოწვეული დიარეის პრევენცია სიკვდილიანობის შემცირებით;
  • ცხოველის იმუნიტეტის გაძლიერება და დაჩქარებული განკურნების პროცესი;
  • ბაჭიების გამოკვების პერიოდში აუმჯობესებს დედა ბოცვერის რძის რაოდენობას;
  • ანტიბიოტიკებისა და სხვა სამედიცინი ხარჯების შემცირება;
  • აუმჯობესებს საჭმლის შეთვისების და მონელების პროცესს. ცხოველები გაცილებით მოკლე დროში აღწევენ სასურველ წონას;
  • ეკოლოგიურად სუფთა ბიო პროდუქციის წარმოება.

 

შემადგენლობა:  გამჭვირვალე, უფერო სითხე ქლორის მსუბუქი სუნით. წყალხსნარი შეიცავს: NaClO - 0.14%; HClO - 0.17%.

გამოყენება და დოზირება:

სასმელი წყლის დეზინფექცია - 1 % ხსნარი ( 1 ლ „ელექსირი  ბოცვრისთვის“100 ლ წყალზე) 
სადგომი შენობის დეზინფექცია - 30-40% (დაამატეთ 4,5 ლიტრი კონცენტრატი 10 ლიტრ სუფთა წყალს)
ბალანის დამუშავება - 10 % ხსნარი აეროზოლის
სახით (სისხლისმწოველი მწერების წინააღმდეგ)

შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.

 

 

შეუკვეთე ზარი