მოსავლის შენახვისთვის
ფასი : 10 ლარი
აღწერა
პროდუქტის გაუსნებოვნებისთვის და ვარგისიანობის ვადის გახანგრძლივებისთვის


„ელექსირი მოსავლის შენახვისთვის"
არის ინოვაციური, ადამიანებისთვის და ცხოველებისთვის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. დამზადებულია საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით.
გაზობრივი ქლორის, ქლორის დიოქსიდის, ოზონის და სხვა სადეზინფექციო საშუალებების ეფექტური ჩამნაცვლებელი.
გამოიყენება შესხურების მეთოდით ახლადაღებული მოსავლის ვარგისიანად და ხანგრძლივი ვადით შენახვისთვის. მათ შორის: ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის, სამაცივრე საკნების პროდუქტების, სილოსის, სენაჟის შენახვისთვის.

 

შედეგიანობა:

  • მოსავლის, მათ შორის: ხილის, ბოსტნეულის, სამაცივრე საკნების პროდუქტების, მარცვლეულის, სილოსის, სენაჟის შენახვისთვის შესხურებით  ასუფთავებს მათ პათოგენური მიკროორგანიზმებისგან, აუსნებოვნებს და ახანგრძლივებს ვარგისიანობის ვადას;
  • მოსავლის შესხურებითი დამუშავებით ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებს და მათ სპორებს;
  • ხელს უშლის ობის მოკიდებას და მოსავლის ლპობას;
  • უვნებელია ადამიანის და ცხოველის ორგანიზმისთვის არატოქსიკური გვერდითი პროდუქტების წარმოქმნით (ქლორიდები - Cl-, ქლორიტები - ClO2-, ქლორატები - ClO3-);
  • არ საჭიროებს ჩამორეცხვას და არ გამოისახება პროდუქტის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე.

 

 

 

შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული წყალი NaClO - 0.14%, HClO - 0,17%, HClO - 0.15%.

დოზირება:
შეურიეთ წყალში 1% ხსნარის მისაღებად (10 ლ კონცენტრატი 1000 ლ წყალზე).

გამოიყენეთ უშუალოდ განზავებული ხსნარით გამოვლების სახით.


შენახვის პირობები:
კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.


შენახვის ტემპერატურა:
+ 4 °C-დან + 30 °C-მდე.


ვარგისიანობის ვადა:
1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).


გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.

 

 

შეუკვეთე ზარი