ონკანის წყლისთვის
ფასი : 10 ლარი
აღწერა
სადეზინფექციო საშუალება ჰიგიენის უზრუნველოყოფისთვის და სანიტარიზაციისთვის


„ელექსირი ონკანის წყლისთვის“ არის ინოვაციური, ადამიანისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. დამზადებულია საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით.
სადეზინფექციო ტაბლეტების, პერმანგანატების (მარგანცოვკა), აქტივირებული ნახშირის, UV-სინათლისა და სხვა სადეზინფექციო საშუალებების ეფექტური ჩამნაცვლებელი. ტოქსიკური ნაერთების წარმოქნის არიდებით, ბუნებრივი სუნისა და გემოს შენარჩუნებით უსაფრთხოს ხდის დასალევ წყალს, ებრძვის და შლის პათოგენურ მიკროორგანიზმებს.





შედეგიანობა:

  • ყოველდღიური დეზინფექცია რეზისტენტული პათოგენების გაჩენის გარეშე;
  • ახასიათებს ფართო მოქმედების სპექტრი ბაქტერიებსა და მათი სპორები, სოკოების, ვირუსების და უმარტივესების მიმართ.
  • მძლავრი სპორაციდული საშუალება (Giardia (ლამბლია), Cryptosporidium) სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან შედარებით;
  • საიმედო დაზღვევა წყლის არასასურველი სუნისგან და მილებში გაჩენილი ორგანული ნადებისგან;
  • უვნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის არატოქსიკური გვერდითი პროდუქტების წარმოქმნით (ქლორიდები - Cl-, ქლორიტები - ClO2-, ქლორატები - ClO3-);
  • არ იწვევს მეტალური ზედაპირების კოროზიას (დაჟანგვას) ნატრიუმის და კალციუმის ჰიპოქლორიტების კონცენტრაციის მინიმიზაციით;
  • ახდენს წყლის აყვავების და წყალმცენარეების ზრდის ეფექტური კონტროლს.

 

შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული წყალი NaClO - 0.05% , HClO - 0.09%.

დოზირება: შეურიეთ წყალში 0.2% ხსნარის მისაღებად (1 ლ კონცენტრატი 500 ლ წყალზე). წყლის დაბალი ხარისხის შემთხვევაში მაქსიმალური დასაშვები დოზა 1.0 % ხსნარი (ქლორის სუსტი სუსტი სუნი, რომელიც არ ქრება 30 წთ განმავლობაში).

შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.

 

შეუკვეთე ზარი