ლინზისა და მინის საწმენდად
ფასი : 10 ლარი
აღწერა
სადეზინფექციო საშუალება ლინზისა და სათვალის მინის საწმენდად.


„ელექსირი ლინზისა და სათვალის მინის საწმენდად“
არის ინოვაციური, ადამიანისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. დამზადებულია საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიის გამოყენებით.
მინისა და ლინზების ეფექტური დასუფთავება და დეზინფექცია პათოგენური მიკროორგანიზმებისგან ტოქსიკური ნაერთების წარმოქნის არიდებით.





შედეგიანობა:

  • ეფექტურია ლინზების წმენდის, რეცხვის და დეზინფექციის პროცედურების დროს;
  • გამოსადეგია რბილი კონტაქტური ლინზების შესანახად;
  • აშორებს ცილოვან და ცხიმოვან ნადებს ლინზისა და მინის ზედაპირზე;
  • ახასიათებს ფართო მოქმედების სპექტრი ბაქტერიების და უმარტივესების წინააღმდეგ;
  • არ აღიზიანებს კანს და ლორწოვან გარსს არატოქსიკური გვერდითი პროდუქტების წარმოქმნით (ქლორიდები - Cl-, ქლორიტები - ClO2-, ქლორატები - ClO3-)

 



შემადგენლობა:
ელექტროაქტივირებული წყალი NaClO - 0.095% , HClO - 0.06%.

გამოყენების წესი: გამოავლეთ ლინზების შესანახი კონტეინერი „ელექსირის“ კონცენტრატით. დაამატეთ „ელექსირის“ კონცენტრატის მცირე რაოდენობა თითოეულ განყოფილებაში და მოათავსეთ მასში ლინზები. დააფარეთ თავსახური თითოეულ განყოფილებას და შეინახეთ მხოლოდ დახურულ მდგომარეობაში.
დაასველეთ ელექსირის კონცენტრატით სუფთა ნაჭერი და გაწმინდეთ სათვალის მინები

შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან + 30 °C-მდე.

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).

გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურით.

 

შეუკვეთე ზარი