სიმინდის და თავთავიანი მარცვლეული კულტურებისთვის
ფასი : 20 ლარი
ფასდაკლება : 10 ლარი
აღწერა
სიმინდის და თავთავიანი მარცვლეული კულტურების ზრდის და გაჯანსაღების დამხმარე საშუალება

„ელექსირი სიმინდის და თავთავიანი მარცვლეული კულტურებისთვის" არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, დამზადებული საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიით. გამოიყენება მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წარმოქმნა/განვითარების პრევენციისთვის



შედეგიანობა:

  • ეკოლოგიურად სუფთა მავნე ზემოქმედებისგან თავისუფალი ბიო პროდუქტის მიღება;
  • მავნე მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული მცენარეთა დაავადებების პროფილაქტიკა.
  • მაღალი დამჟანგველი თვისებების გამო ეფექტურად ებრძვის და მყისიერად ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს;
  • შესაწამლი აპარატების მეშვეობით ხდება ელექსირის მოხვედრა მცენარის ფოთლებზე და მისი უმალვე შეთვისების შედეგად წარმოიქმნება დამცავი საფარი;
  • ხდება სხვადასხვა პესტიციდების გამოყენების შემცირება / ჩანაცვლება.
  • ხელს უწყობს ნაყოფიერების და მოსავლიანობის გაზრდას.
  • ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით მიიღწევა სასურველი შედეგი.
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას და მდგრადობას მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.

გამოიყენება შემდეგი მარცვლეული კულტურების დაავადებების წინააღმდეგ:
ასევე მწერებისაგან მიყენებული დაზიანებების წინააღმდეგ
გამოყენება და დოზინება:
მცენარეთა დასაცავად გამოიყენება ონკანის ან ჭის წყალში განზავებული კონცეტრატი, რის შედეგადაც ელექსირის მცენარეზე განაწილება ხდება შესასხურებელი აპარატის მეშვეობით.
ავზში ან სხვა ჭურჭელში ჩაასხით საჭირო რაოდენობის წყლის ნახევარი, დაუმატეთ კონცენტრატის მითითებული რაოდენობა, კარგად მოურიეთ/შეანჯღრიეთ და დაამატეთ დარჩენილი ნახევარი წყალი.
მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ განზავებიდან მცირე დროის განმავლობაში.

გამოყენების ხანგრძლივოდა და სიხშირე:
8-10 დღეში ერთხელ (პრევენციის მიზნით)
3 დღეში ერთხელ (ინფექციის მკურნალობის მიზნით)
ყვავილობამდე: 5 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი კარტოფილისთვის"განაზავეთ 600 ლიტრ წყალზე - გამოიყენება 1 ჰა-ზე.
ყვავილობისას: 10 ლიტრი კონცენტრატი "ელექსირი კარტოფილისთვის" განაზავეთ 600 ლიტრ წყალზე - გამოიყენება 1 ჰა-ზე.

შემადგენლობა: ელექტროაქტივირებული წყალი NaCl - 0.26 %, HClO - 0.045 %, ClO - - 0.005 %, ცეოლითი - 0,02 %.
შენახვის პირობები: კონცენტრატი შეინახეთ გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ტემპერატურა: + 4 °C-დან  + 30 ° C-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი (გაუხსნელი კონტეინერი).
გახსნილი კონცენტრატი შეინახეთ ორიგინალ ჭურჭელში მჭიდროდ დახურული თავსახურავით.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წვიმის წინ ან ყინვის დროს!
შეუკვეთე ზარი